თეგი: იგორ დოდონი

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს

მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა მიმდიანარეობს. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე კორუფციულ ბრალდებას ეხება. „საგამოძიებო ღონისძიებები ტარდება მრავალი ბრალდებით. მათ შორისაა კორუფცია, სამშობლოს ღალატი, უკანონო გამდიდრება", - განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა.  მისივე თქმით, ჩხრეკა ტარდება დოდონის საკუთრებაში არსებულ სხვა ლოკაციებზეც. გავრცელებული ცნობებით, იგორ დოდონი მოლდოვა-რუსეთის ბიზნეს კავშირის ხელმძღვანელიც გახლდათ.  

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს

მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს კორუფციასა და სახელმწიფო ღალატში ბრალი წაუყენეს. პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტის 30 დღით დაკავება მოითხოვა. ამის შესახებ მოლდოვის გენერალური პროკურატურის სპიკერმა მარიანა ჩერპეკმა განაცხადა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს „დოდონს ბრალი წაუყენეს ოთხშაბათს დაკითხვისას; საქმე აღიძრა [მოლდოვის სისხლის სამართლის კოდექსის] 324-ე მუხლით (პასიური კორუფცია), 181/2 მუხლით (დაფინანსების მიღება კრიმინალური ორგანიზაციიდან), 337-ე მუხლი (ღალატი) და 330/2 მუხლი (უკანონო გამდიდრება)“, - განუცხადა ჩერპეკმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს დოდონი მოლდოვის პრეზიდენტი 2016 წლის დეკემბრიდან 2020 წლის დეკემბრამდე იყო. მჭიდროდ თანამშრომლობდა რუსეთთან და ხშირად ხვდებოდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. დოდონი მოლდოვის პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით მოსკოვში 2017 წლის იანვარში ჩავიდა. იმავე წელს, 9 მაისს, ერთადერთი უცხოელი პრეზიდენტი იყო, რომელიც წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმს დაესწრო. 2020 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დოდონა დაამარცხა მაია სანდუმ, რომელსაც პროდასავლური კანდიდატი უწოდეს. დოდონმა გასულ კვირას განაცხადა, რომ მოლდოვის დატოვებას და ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას არ აპირებს.

მოლდოვის ექსპრეზიდენტს შინაპატიმრობა შეეფარდა

კიშინიოვის სასამართლომ მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტს იგორ დოდონს 30-დღიანი შინაპატიმრობა შეუფარდა. მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის სახლში პროკურატურა ჩხრეკას ატარებს მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს კორუფციასა და ღალატში ადანაშაულებენ. პოლიტიკოსს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მანამდე, მოლდოვის პროკურორმა პეტრ იარმალიუკმა მედიას განუცხადა, რომ გამოძიებამ აღმოაჩინა მტკიცებულებები, რომლებიც დოდონის ქვეყნიდან წასვლის განზრახვას ადასტურებს.  კერძოდ, მისი თქმით, იგორ დოდონს ჩხრეკისას თვითმფრინავის ბილეთები და უცხოურ ვალუტაში არსებული დიდი ოდენობით თანხა აღმოუჩინეს.  24 მაისს, მოლდოვის ანტიკორუფციული პროკურატურის თანამშრომლებმა იგორ დოდონი 72 საათის განმავლობაში დააკავეს. სოფელ სადოვაში ექსპრეზიდენტის და მისი დედის სახლი გაჩხრიკეს. მეორე დღეს, დოდონს ბრალი პასიურ კორუფციაში, უკანონო გამდიდრებაში, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მეშვეობით პარტიის დაფინანსებასა და სამშობლოს ღალატში წაუყენეს.  

მოლდოვის პროკურატურამ იგორ დოდონს ახალი ბრალი წაუყენა

მოლდოვის გენერალურმა პროკურატურამ პრორუს ექსპრეზიდენტ იგორ დოდონს დღეს ახალი ბრალი წაუყენა. ამის შესახებ მოლდოვის პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი. ექსპრეზიდენტს ბრალად ედება უფლებამოსილების გადამეტება 2008-2009 წლებში, როდესაც ის ეკონომიკისა და ვაჭრობის მინისტრი იყო. „მას ბრალად ედება 2008 წლის მაისში ბრძანების გაფორმება, რომლის საფუძველზეც 2008 წლის მაისში „ენერგოკომის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გააფორმა ხელშეკრულება უნგრულ კომპანიასთან ელექტროენერგიის გაბერილ ფასად შესყიდვის თაობაზე, რამაც სახელმწიფოს $11,9 მილიონის ზარალი მიყენა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. ამ ქმედებებმა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაძვირება გამოიწვია. ცნობისათვის, დოდონს მოლდოვის პრეზიდენტის თანამდებობა 2016 წლიდან 2020 წლამდე ეკავა. 2022 წლის 24 მაისს სამართალდამცავმა უწყებებმა მოლდოვის მეხუთე პრეზიდენტის, იგორ დოდონის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. ჩხრეკა ჩატარდა პასიური კორუფციის, უკანონო გამდიდრების, ღალატისა და კრიმინალური ორგანიზაციის მიერ სოციალისტური პარტიის დაფინანსების საქმის ფარგლებში. 26 მაისს მას 30 დღით შინაპატიმრობა შეეფარდა. მოლდოვის ყოფილმა პრეზიდენტმა დანაშაული არ აღიარა და საქმეს პოლიტიკურად უწოდა.

ზელენსკი დონეცკის ოლქში 8 საბრძოლო დანაყოფს ეწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის „დონეცკის“ შემადგენლობაში 8 საბრძოლო დანაყოფს ეწვია. უკრაინული მედიის ცნობით, ინფორმაციას ზელენსკის Telegram არხზე გავრცელდა. „დონეცკის რეგიონი. ჩვენ ვეწვევით საბრძოლო დანაყოფებს, რომლებიც დონეცკის ოპერატიული და ტაქტიკური ჯგუფის შემადგენლობაში იცავენ უკრაინას. მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხებია, მარაგი, რომელიც უნდა გაიზარდოს, გარდა ამისა საჭიროა დამხმარე მართვის სისტემის შექმნა დანაყოფების მომარაგების უზრუნველსაყოფად, ასევე ჩვენი მეომრების მოტივაციის ამაღლება. დღეს 8 დანაყოფი. თითოეული მათგანი განსაკუთრებულია, მაგრამ ყველა ძლიერია!მადლობა იმ შედეგებისთვის, რასაც ყოველდღიურად აძლევთ ჩვენს ქვეყანას, მეომრებო!" - წერს ზელენსკი.